ზურაბ ქადაგიძე: „საზოგადოებამ იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი და რას აკეთებს ის ქვეყნისთვის. ამავე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ისიც, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური “ნაცმოძრაობა“
„ნაციონალური მოძრაობა”, პირობითად რომ ვთქვათ, ნაძირალების სამჭედლოა. ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები არ მიკვირს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი [ნიკა გვარამია] ყოველთვის გამოირჩეოდა ასეთი სიგიჟეებით და მიზანმიმართული განცხადებებით. მან ძალიან კარგად იცის, საით გადაიხრება სასწორი, თუ პინაზე დადებ კოლოსალურ ქველმოქმედებას, სახელმწიფოს უპირობო მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან, საპირისპირო მხარეს კი – გვარამიას ბელადის, სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს – ეს ადვილი მისახვედრია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება. ცნობილია ისიც, თუ რა ნაბიჯები გადადგა მან, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე, რამაც ჯერ 2012 წლამდე და შემდეგ – დღემდე მოგვიყვანა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და დღემდე რას აკეთებს ის ქვეყნისთვის. ამავე საზოგადოებამ ასევე ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური “ნაცმოძრაობა”. ყოველივე ამის შემფასებელი კი, არის არჩევნები“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


