ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „პოლიტიკაში ყველამ უნდა იცოდეს – მმართველმაც და ოპოზიციონერმაც, მომავალმა მმართველმაც და პოლიტიკური ველის მომავალმა მონაწილემ – რომ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის ის წესები, რომელთა გადაბიჯებაც უპირობოდ იწვევს პოლიტიკური და სამართლებრივი ველიდან დისტანცირებას“
„პოლიტიკაში ყველამ უნდა იცოდეს – მმართველმაც და ოპოზიციონერმაც, მომავალმა მმართველმაც და პოლიტიკური ველის მომავალმა მონაწილემ – რომ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის ის წესები, რომელთა გადაბიჯებაც უპირობოდ იწვევს პოლიტიკური და სამართლებრივი ველიდან დისტანცირებას“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
„შინაურულ საუბრებში ბევრს უთქვამს, რა საჭიროა ამათი აკრძალვა, ისედაც განულებულები არიანო. აქ ჩვენ რაიმე ელექტორალური მიზანი კი არ გაგვაჩნია, ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ზრდასრულ სახელმწიფოში – აი, ხომ წარმოგვიდგენია ევროპა იმ პერიოდში, როდესაც კეთილდღეობისა და ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით ყველაფერი კარგად იყო – თუ გვინდა, რომ ამას მივაღწიოთ, ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიებით ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ ყველამ – იქნება ეს მოქმედი მმართველი, ოპოზიცია თუ მომავალში მოსული პოლიტიკური ძალები – უნდა იცოდეს, რომ არსებობს კონკრეტული წითელი ზღვარი, რომლის იქითაც დემოკრატია, ევროპა და, საერთოდ, ნორმალური სახელმწიფო და ცხოვრება არ შედგება. „მე მომინდა ახლა რაღაც და არჩევნების შედეგები არ მომეწონა…“ – ეს ერთხელ ხომ არ მომხდარა – მესამე არჩევნებია, ზუსტად ერთი და იგივე წრეზე დავდივართ და ყოველი შემდგომი წრე უფრო და უფრო მწვავე და ბრუტალური ხდება, რაც საზოგადოების კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას იწვევს.
ამიტომ პოლიტიკაში ყველამ უნდა იცოდეს – მმართველმაც და ოპოზიციონერმაც, მომავალმა მმართველმაც და პოლიტიკური ველის მომავალმა მონაწილემ – რომ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის ის წესები, რომელთა გადაბიჯებაც უპირობოდ იწვევს პოლიტიკური და სამართლებრივი ველიდან დისტანცირებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


