პოლიტიკა

გია აბაშიძე: „პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, საფრანგეთის სათავეში თუნდაც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი იყოს და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული რადიკალი შეიწყალოს, თან გმირადაც გამოაცხადოს“

,,პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, საფრანგეთის სათავეში თუნდაც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი იყოს და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული რადიკალი შეიწყალოს, თან გმირადაც გამოაცხადოს“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„საქართველოში კი, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გარედან მართული პოლიტიკური ფიგურის მაგალითმა, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა — ადამიანი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანებისთვის იყო მსჯავრდებული. ევროფლიდებისა და სექტის „გრანტმადიდებლების” მხარდაჭერით, ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა „გმირობად“ წარმოაჩინეს.
მონობა მონობაა — სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უმაღლესი თანამდებობა უცხოელი პატრონების პოლიტიკური დავალებების შესრულებაში გაცვალა. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს შეეძლო, ისტორიას სახელმწიფო მოღვაწედ დამახსოვრებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ანტიქართული ინტერესების მსახურის როლი აირჩია. ამაზე დიდი პოლიტიკური თვითდამცირება და მორალური გაკოტრება ძნელი წარმოსადგენია“, – წერს აბაშიძე.