პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია. საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე”

„ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე.

„გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი თაობით გაძლიერებული და მომავალზე ორიენტირებული ქართული დიპლომატია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. ღირსეული საქმიანობისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საქმეს ემსახურებით. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ელჩებს, ატაშეებს, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლობების თანამშრომლებს. თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.