ირაკლი კობახიძე: „პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები“
„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული, ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია – იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, უბრალოდ, განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


