საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი. ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.