მსოფლიო

სლოვენიის პრემიერი: “ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან”

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

იანეზ იანშა წერს, რომ ევროკავშირი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი, რადგან მკვეთრად აცდენილია იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ის თავდაპირველად იდგა.

„როდესაც ევროკავშირში გაწევრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოში ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი შედეგის გარეშე ისეთი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: რუმინეთში
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება;
პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის განლაგება;
სლოვენიაში პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე; უნგრეთში
მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის დაპატიმრება ისე, რომ მას არ მიეცა დაცვის საშუალება; ესპანეთში
თითქმის მილიონი არალეგალი მიგრანტისთვის გამარტივებული პროცედურით მოქალაქეობის მინიჭება.

ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან“, – წერს ის.