საზოგადოება

კახა კალაძე: “ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს – ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს!”

“ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს – ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს!” – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

“სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან, განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით.

მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევითაც ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად”, – წერს კალაძე.