პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას“

„გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას.

მისივე თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა კომისიამ.

„საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე და მიერთების მოლაპარაკების საკითხს მომდევნო ეტაპზე საქართველოს შანტაჟისთვის, ქართველი საზოგადოების შანტაჟისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.