პოლიტიკა

პრემიერი: „ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაინგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა“

„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაინგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსს დიდი პერსპექტივა თავიდანვე არ ჰქონდა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა. მთავარი მიზეზი ამ წინააღმდეგობისა არის ის სისუსტე, რომლითაც გამოირჩევა მთლიანად რადიკალური ოპოზიციური სპექტრი. ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაინგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, – აღნიშნა პრემიერმა.