ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე“

„ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან, სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.

„ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა კარგი იყო, რომელსაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.