საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი: „ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა. ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

ბიზნესცენტრში დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები.

ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტაში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ლიკვიდაციასთან ერთად, შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაც უზრუნველყვეს.