მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“

„უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის, ორბანმა უპასუხა: „ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია. ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და, ჩემი აზრით, ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას ვიზიარებთ“.

უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება გამორიცხა.

„თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაიაროს ისევე ეს პროცედურა, როგორც ეს ჩვენ გავიარეთ. ჩვენ არცერთ დაჩქარებულ გაწევრიანებას არ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ანიტა ორბანმა.