ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა
მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და იმ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს, ფაშისტები უწოდა.
კერძოდ, “ლელოს” ლიდერი აცხადებს, რომ იტალიის პარლამენტში ქართული მხარე, “ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით” იმყოფებოდა.
„პაპუაშვილმა იცოდა, ბრიუსელში რომ ჩადიოდა, არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ექნებოდა და ბელგიის პარლამენტში მივიდოდა რომელიღაც ერთი ფრაქციის მიწვევით. ან იტალიის პარლამენტში რომ მიდიან ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით და იქ რომ ყელყელაობენ“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას, ასევე, იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს გასულ თვეს შეხვდა.


