პოლიტიკა

დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

Screenshot

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მას, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნანა სანდერს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.