არჩილ გორდულაძე: “არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად”
“აბსოლუტურად ვიზიარებ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ლევან მაჭავარიანის ამ მოსაზრებას და დავამატებდი ერთ რამეს – არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად”, – წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში.
„საქმე ის არის, რომ გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ისე „ჟურნალისტები“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ, დაუფარავ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის წარმატების მიმართ და უტყუარად ადასტურებს, რომ შეასრულებენ ყველანაირ ანტიქართულ დავალებას, რასაც პატრონები უბრძანებენ“, – წერს გორდულაძე.


