ლაშა კასრაძე აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზე: „ეს სამეული თუ შეხვდება ერთმანეთს – და იმედია, რომ შეხვდებიან – ჩემი აზრით, ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის დადებითი მხრივ იქნება გამოსაყენებელი“
„ეს სამეული თუ შეხვდება ერთმანეთს – და იმედია, რომ შეხვდებიან – ჩემი აზრით, ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის დადებითი მხრივ იქნება გამოსაყენებელი“, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს სამეული თუ შეხვდება ერთმანეთს – და იმედია, რომ შეხვდებიან – კონსპირაციას არ მივეცემი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის დადებითი მხრივ იქნება გამოსაყენებელი – თუ შეთანხმდებიან იმაზე, რომ რუსეთი კავკასიაში არავის გააჭაჭანებს, თუ შეთანხმდებიან, რომ ამერიკა რჩება დასავლეთ ნახევარსფეროს ჰეგემონი, და თუ შეთანხმდებიან იმაზე, რომ ჩინეთი თავისას გააკეთებს (თუმცა დარწმუნებული ვარ, ამერიკა არ შეეგუება ჩინეთის რეგიონალურ ჰეგემონიას), აქ უკვე, რა თქმა უნდა, წნეხის ქვეშ მოვექცევით. მაგრამ თუ არცერთი დიდი სახელმწიფო არ მიგვიღებს თავის ბანაკში, ჩვენ უნდა ვანახოთ მათ, რა გვინდა. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალიტეტია“, – განაცხადა ლაშა კასრაძემ.


