პოლიტიკა

ლაშა კასრაძე ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე: „თუ ნეიტრალიტეტი საქართველომ როდესმე მიიღო, რადიკალურად შემცირდება უსაფრთხოების რისკები – რისკები იმისა, რომ ან ამერიკა გამოგვიყენებს, ან ევროპა, ან რუსეთი. ფოკუსირებას შევძლებთ უფრო მეტად გეოეკონომიკურ საკითხებზე და ამავდროულად არავის თავს არ გამოვაყენებინებთ“

„თუ ნეიტრალიტეტი საქართველომ როდესმე მიიღო, რადიკალურად შემცირდება უსაფრთხოების რისკები – რისკები იმისა, რომ ან ამერიკა გამოგვიყენებს, ან ევროპა, ან რუსეთი. ფოკუსირებას შევძლებთ უფრო მეტად გეოეკონომიკურ საკითხებზე და ამავდროულად არავის თავს არ გამოვაყენებინებთ“, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ანალოტიკოსმა, ლაშა კასრაძემ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ნეიტრალიტეტი საქართველომ როდესმე მიიღო, რადიკალურად შემცირდება უსაფრთხოების რისკები – რისკები იმისა, რომ ან ამერიკა გამოგვიყენებს, ან ევროპა, ან რუსეთი. წნეხის ქვეშ ყოველთვის ვიქნებით, როგორც პატარა სახელმწიფო, მაგრამ ფოკუსირებას შევძლებთ უფრო მეტად გეოეკონომიკურ საკითხებზე და ისტორიულად კავკასიის როლსაც შევასრულებდით იმ გაგებით, რომ ჩვენ არავის ვებრძვით, ამავდროულად არავის თავს არ გამოვაყენებინებთ და არავის შესაწირი ცხვარი არ გავხდებით. აქედან გამომდინარე, სტაბილურ პირობებს მაინც შევქმnიდით ვაჭრობისთვის, რაც, სხვათა შორის, იმ გლობალური, დიდი სახელმწიფოებისთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა – ანუ კონფლიქტის საკითხს პრინციპში მოვხსნიდით.

რაც შეეხება ამ სტატუსის მიღების ფორმას (მე პოლიტიკაში ღრმად ჩახედული არ ვარ და ეს საკითხი თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს), მაგრამ როგორც მე წარმომიდგენია, ამას მოითხოვენ. როგორც აზერბაიჯანის საკითხზე ითხოვენ, რომ სომხეთმა ამოიღოს ყარაბაღის საკითხი თავისი კონსტიტუციიდან, ესეც ტექნიკური საკითხია, რომელიც, ვფიქრობ, აუცილებელი გახდება. პოლიტიკაში ყველაფერი მოლაპარაკებადია და თუ დიდმა ძალებმა ჩათვალეს, რომ კავკასიაში არ გამოუვიდათ ნატოს ექსპერიმენტი და მიეცეს ამ რეგიონს საშუალება, გახდეს სპეციფიურად ფინანსებისა და ვაჭრობის რეგიონი, ამ შემთხვევაში ალბათ კონსენსუსიც იქნება. თუმცა, თუ ჩვენ დემოკრატიულ პროცესზე ვსაუბრობთ, საზოგადოებაც უნდა იყოს ამის ნაწილი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ფორუმების ჩატარება, რათა საზოგადოება კარგად გაეცნოს ნეიტრალიტეტის იდეას, მის პლუსებსაც და მინუსებსაც. თუმცა, თუ გადავხედავთ ისტორიულად, ნეიტრალიტეტი არაფერს დაგვაკლებს, პირიქით – ეს უფრო დადებითი განვითარება იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, რაც არის უმთავრესი.

რაც შეეხება იმას, მოგცემს თუ არა ნეიტრალიტეტი საშუალებას, ქვეყანამ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები: არსებობს მაგალითები, მაგალითად ბელგიის მაგალითი, სადაც გაყოფილები იყვნენ და დიდი სახელმწიფოების შეთანხმებით აღადგინეს ბელგიის სუვერენიტეტი. ყველაფერი დამოკიდებულია პრაგმატიზმზე, ყველაფერი მოლაპარაკებადია. ნეიტრალიტეტი მხოლოდ კომპრომისია იმ საერთო ხედვისა, რომელიც დიპლომატიაზე დაფუძნებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი სუვერენიტეტის აღსადგენად. ჩვენთვის წითელი ხაზია, რომ ტერიტორიების აღდგენა უნდა მოხდეს, ამიტომ ამ საკითხის წაშლა ან გვერდზე გადადება არ გამოვა. ადრე თუ გვიან ეს საკითხი იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ რის ფასად? – რა თქმა უნდა, რაღაც ფასი იქნება გადასახდელი.

ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამ: უსაფრთხოება ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, ნომერ პირველია გეოსტრატეგიულ გათვლებში და აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ნეიტრალიტეტამდე მივდეთ. როცა ეს მოხდება, დიდი სახელმწიფოები და რეგიონალური სახელმწიფოებიც დაწყნარდებიან“, – განაცხადა ლაშა კასრაძემ.