პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან”

“ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში, და ეს პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება”, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს.

„ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ.

ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებითა და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც, პეკინში სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ ის, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა.

იქიდან რა დაკვეთა შემოუვა ოპოზიციას, ის უნდა ასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.