პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთთან ურთიერთობაზე: „მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში სწორედ მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება – ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებთან თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე“

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრობს. იგი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში მათ საქმეებში ჩაურევლობაზე აკეთებს აქცენტს.

„მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში სწორედ მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩინეთი გამორჩეულია ინდუსტრიული და ტექნოლოგიური მიმართულებით და ამ მიმართულებითაც გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი ჩინეთის ერთ-ერთ ინდუსტრიულად განვითარებულ ქალაქში. ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებთან თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა პარტიულ და სექტორულ დონეზე კიდევ უფრო ღრმავდება. პეკინში მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გზამკვლევს წარმოადგენს.