პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ჩვენ შევთანხმდით პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე. გაწერილია ყველა საინტერესო სფერო, პოლიტიკური თანამშრომლობიდან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობამდე“

„ჩვენ შევთანხმდით პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, გაწერილია ყველა საინტერესო სფერო, პოლიტიკური თანამშრომლობიდან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობამდე.

„ეს მემორანდუმი როდესაც გაფორმდება, იქნება ინსტიტუციონალიზებული ფორმა პარტიებს შორის თანამშრომლობისა. კმაყოფილებით აღვნიშნეთ ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლებში. წელს გაიზარდა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის და ამ მხრივ დამატებითი გეგმები დავსახეთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია – ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.