პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე: „ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ ეს სტატუსი უნდა მოიპოვოს და ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“

„ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ ეს სტატუსი უნდა მოიპოვოს და ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

„იცვლება გეოპოლიტიკა, სიტუაციები და პოლიტიკური მდგომარეობა, და შემთხვევითი არ ეგონოს ვინმეს მილიარდნახევრიანი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და მისი სიტყვები. ასევე გავიხსენოთ სი ძინპინის სიტყვები ყოფილი პრემიერის ვიზიტის დროს – მაშინ მან ასეთი სიტყვები თქვა საქართველოზე: რაც უნდა მოხდეს, ჩინეთი საქართველოს არ მიატოვებს და სტრატეგიული პარტნიორი იქნებაო. ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რაც ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, ხოლო მეორე მხრივ – ძალიან ცუდი. რატომ? კარგი იქნება თუ ჭკვიანურად გამოვიყენებთ ამას, ხოლო თუ ვერ გამოვიყენებთ – იქნება ძალიან ცუდი.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს სტატუსი მოდის ჩვენსკენ. ერთ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის, ამას თანდათანობით ისტორიული მსვლელობის პროცესი განაპირობებს. თანდათან დგება დრო, როცა საქართველომ უნდა თქვას, რომ მას გააჩნია ნეიტრალური სტატუსი, მოიპოვოს ეს სტატუსი, რომელიც აღიარებული იქნება სახელწმიფოების მიერ. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი გადამრჩენელი ჩვენი – როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური სახელმწიფოებრიობისა“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.