პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.

11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.