პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადების შესახებ: “ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის შემდეგ განცხადებას ეხმაურება: „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება და განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

„ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი “ავტორიტეტების” გამოგორება დაიწყეს. სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.

ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა; დესერტად – სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მიტროპოლიტს არ აწყენდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გაცნობა და, ასევე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტის გახსენება”, – წერს ანჯაფარიძე.