პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, COP31-ის ლიდერთა სამიტის ფარგლებში, ბრაზილიის პრეზიდენტს გაესაუბრა

Screenshot

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, COP31-ის ლიდერთა სამიტის ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას გაესაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილმა ბრაზილიელ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა მიულოცა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე.