არჩილ გორდულაძე: “როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაშემსრულებელია, მისი განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც”
“როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და, პირდაპირ, წამების თანაშემსრულებელია, მისი განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც”,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
„ჯერ ხომ ასეთი გამიჯვნა არ არსებობს და არ უთქვამთ კონკრეტულ პარტიებს, და ბევრი მტკიცებულებაა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, კიდევ ერთხელ, პლენუმის წინაშე ნათქვამი იყო სიტყვები, რომ არავითარი ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა. არც პენიტენციურ სისტემაში. როდესაც სიტყვები – სისტემური და სისტემატური – ჩვენი ნათქვამი არ არის, ეს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამია, ამ დროს, კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით, რაც არ გაუკეთებიათ კიდეც… სულ რომ გაეკეთებინა, მერე თავისი ქმედება გამოხატულია, რომ ამ პარტიასთან ერთად იგი აპირებს, კოალიციური მმართველობა შექმნას. რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელი ხდება, რომ წარსულში ფეხქვეშ რომ თელავდა ადამიანს, როგორც ინდივიდს და უმაღლეს ღირებულებას, მომავალშიც, კოალიციური მმართველობის შემთხვევაშიც, იმავეს გააკეთებს, პირდაპირ თანამონაწილე გახდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


