პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაადასტურეს, რომ ძალადობას პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნევენ“, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: „ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?“, რაზეც წითლიძემ უპასუხა: „საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს“.