ბექა დავითულიანი კაზინოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოს რეაქციაზე: „დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად და ყველაფერი კარგად იქნება – ეკლესია და სახელმწიფო იქნებიან ერთად, როგორც ყოველთვის იყვნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში“
„დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად და ყველაფერი კარგად იქნება – ეკლესია და სახელმწიფო იქნებიან ერთად, როგორც ყოველთვის იყვნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა დავითულიანი კაზინოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას.
„ის კანონი, რის გამოც კრიტიკა წამოვიდა – ვგულისხმობ კაზინოების თემას – ეკლესიისთვის სენსიტიური საკითხია, მაგრამ იმ კანონში, რაც მე მაქვს ნანახი, არსებითად არაფერი იცვლება. თუმცა ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს იყო სენსიტიური.
დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად, ყველაფერი კარგად იქნება, იმედია, გაირკვევა ყველაფერი და ეკლესია და სახელმწიფო იქნებიან ერთად, როგორც ყოველთვის იყვნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში. თუ არ იყვნენ, ეს ყოველთვის დამაზიანებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაიმე უხერხულობა არ დარჩეს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


