საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზამ” 10 ახალი სამანევრო თბომავალი შეიძენა

“საქართველოს რკინიგზამ” 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ამ შესყიდვით “საქართველოს რკინიგზა” თბომავლების პარკს განაახლებს. ახალი სარკინიგზო ტექნიკა კომპანიას სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში სამანევრო სამუშაოების უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც “საქართველოს რკინიგზა” მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს, რაც შესყიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.