ეკა სეფაშვილი: “როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს”
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი “გამჭვირვალობის კანონის” მიღებას უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად ბრძოლის აპრობირებულ მეთოდად მიიჩნევს.
„გასაკვირი არაა, რომ სლოვენიაც იღებს ისეთ კანონს, რომელიც მას უცხოური ჩარევებისაგან დაიცავს, რათა თავიდან აიცილოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ძალების გავლენა.
როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა. ახლა კი, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს. ეს არის ძალიან აპრობირებული გზა უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


