კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ: “მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ”
“მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით”, – განუცხადა ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
„მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია, თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ.
თუ ამის საჭიროება იქნება, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.


