მსოფლიო

სი ძინპინი: “თანამედროვე სამყარო იზოლირებული კუნძულების ერთობლიობა აღარ არის. კაცობრიობა ერთიან „გლობალურ სოფელში“ ცხოვრობს”

„კაცობრიობა ერთიან „გლობალურ სოფელში“ ცხოვრობს, სადაც ყველას ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ გლობალურ სოფელში დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

სი ძინპინმა აღნიშნული განცხადებები ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის დაწყებისას გააკეთა. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სამი ქვეყნის ლიდერების ასეთი ფორმატის შეხვედრა ისტორიაში პირველად იმართება და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ. რთული ვითარება ნამდვილ პასუხისმგებლობას ავლენს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, სამმა ქვეყანამ გლობალური გამოწვევების დასაძლევად ერთად უნდა იმოქმედოს.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ბოლო წლებში დიდი სახელმწიფოების ურთიერთობების ისეთ მოდელს უჭერს მხარს, რომელიც მშვიდობიან თანაარსებობას, საერთო სტაბილურობასა და დაბალანსებულ განვითარებას ეფუძნება და სარგებელი მოაქვს როგორც უშუალოდ მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.