პოლიტიკა

ისრაელის საელჩო: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.