ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: “მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლობას ვუხდი ექიმებს”

“მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მცირეწლოვანი მოინახულა.

„ექიმებს მადლობას გადავუხდი. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.