საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: „აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ“

„პირველ რიგში, მინდა, თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. შემწსრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. კვლავ მიმდინარეობს დაკვირვება, უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა, უკლებლივ ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არავითარი გართულება აღარ გამოვლინდება. შესაბამისად, ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დამწვრობის ცენტრში მყოფი 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია, თუმცა ახლა მხოლოდ ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.