პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.

მხარეებმა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი გამართეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

ასევე, განიხილეს ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს და მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვითარდეს.