პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

“ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებსა და საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის,”- აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.