პოლიტიკა

„ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, ხოლო მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს“ – დავით მათიკაშვილი

„ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, ხოლო მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული პირების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას.

„პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეცია გამოიჩინა და ეს მისი საქმეა – შეწყალება სხვა სისტემაა, ამინისტია კიდევ სხვა. აქ შეწყალებაზეა საუბარი – პრეზიდენტი უნდა შეიწყალებს, უნდა არ შეიწყალებს, მაგრამ პრეზიდენტი ხომ, რა თქმა უნდა, ასევე სარგებლობს იმ ზოგადი მორალური და სამართლებრივი პრინციპებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ასეთი საკითხის გადასაწყვეტად. ისეთს ვერ შეიწყალებს, რომელიც საბოლოო ჯამში შეწყალებას არ იმსახურებს. კი, ის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ არ დაწერე, რომ ინანიებ, სინანული თუ არ გამოხატე, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოიხადო. ამიტომ ჯერ თქვეს, რომ წერილი არ დაწერილაო, შემდეგ, როცა გამოქვეყნდა, თქვეს, რომ ეს როგორ გაბედა, როგორ დაწერაო.
მოკლედ, „ნაცობა“ არის ის სენი, რომელიც აიძულებს შვილს, მამა ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს, და მამას აიძულებს, შვილი ჩატოვოს ციხეში, იმიტომ რომ „ნაცური“ მენტალიტეტი და სული ასე მოითხოვს. აი, ეს არის უბედურება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.