პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა “დიფ სთეითი”, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად”

“დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად.

აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო. დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ.
ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი. თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა “დიფ სთეითი”, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.