უეფა: „ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“
„ისევე, როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა: უეფა არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ ჰქონდა კონტროლი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე“, – ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.
„სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათივე პასუხისმგებლობისა და იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფა-ს ხელთ არსებული ცნობებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“, – აღნიშნულია უეფა-ს განცხადებაში.


