პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და მათ მოგვარებაზე მუშაობის მზაობა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს. შალვა პაპუაშვილმა დადებითად გაიხსენა წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დააადასტურა.
შეხვედრაზე, ასევე შეეხნენ ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხებს.


