პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“

„ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოგვიანებით დაამატეს.

„ხშირად ისმის კითხვა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუ რა კავშირი აქვთ მათ „ნაცმოძრაობასთან“ – პირდაპირი. თეორიული განცხადებების გარდა, ისინი არასოდეს გამიჯვნიან „ნაცმოძრაობას“. მაგალითად, პოლიტპატიმრებად აღიარებენ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ და დღესაც იხდიან იმისთვის, რომ პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს? იმ ადამიანებს, რომლებმაც პიროტექნიკა ისროლეს და შტურმით აპირებდნენ პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეში შესვლას? ამ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებად იხსენიებ, რით განსხვავდები „ნაცმოძრაობისგან“? ან „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დესტრუქციულ ქმედებაზე როდესმე თქვი, რომ დაუშვებელი იყო და საჯაროდ გაემიჯნე? არ გაგიკეთებია ეს არასდროს. აბა, თეორიულად – „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ პრინციპი არავის დაეჯერება.

ჯერ ერთი, კოალიციაში შევიდნენ მათთან ერთად, მათ დანიშნულ ძალადობრივ აქციებში იღებენ მონაწილეობას, მორალურად არ კიცხავენ ამ ადამიანებს და პოლიტპატიმრებს უწოდებენ მათ, ვინც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს. შესაბამისად, როგორ შეიძლება იყო პოლიტიკური პარტია საქართველოში, როცა მინიმუმ იწონებ და ზოგჯერ მონაწილეობ იმ აქციებში, რომლებსაც ხელისუფლების დამხობის გეგმა აქვს დასახული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.