პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: “ორთვიანი ინტენსიური სამზადისის, ყოველდღიური მოწოდებებისა და რეგიონებში მობილიზაციის შემდეგ ოპოზიციამ მთელი საქართველოდან, მხოლოდ 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, ხოლო აქცია სულ რაღაც ნახევარ საათში დაშალა”

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორთვიანი ინტენსიური სამზადისის, ყოველდღიური მოწოდებებისა და რეგიონებში მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ მთელი საქართველოდან მხოლოდ 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი სულ რაღაც ნახევარ საათში დაშალა.

მეტრეველის შეფასებით, მონაწილეთა რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხია აქციის პოლიტიკური შინაარსიც –  რა კონკრეტული გზავნილი, ქვეყნის განვითარების ხედვა, საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ან სოციალური პრობლემების გადაჭრის მექანიზმები შესთავაზეს მოქალაქეებს.

„ორთვიანი ინტენსიური სამზადისის, ყოველდღიური მოწოდებებისა და რეგიონებში მობილიზაციის შემდეგ ოპოზიციამ მთელი საქართველოდან, მხოლოდ 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, ხოლო აქცია სულ რაღაც ნახევარ საათში დაშალა.

მონაწილეთა რაოდენობასთან  ერთად მნიშვნელოვანი საკითხია აქციის პოლიტიკური შინაარსი. სცენიდან უაზრო ღრიალისა და გაცვეთილი ლოზუნგების მიღმა რა კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი მოისმინა საზოგადოებამ? ქვეყნის განვითარების როგორი ხედვა, რა საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ან სოციალური პრობლემების გადაჭრის რა მექანიზმები შესთავაზეს მოქალაქეებს?

პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას იდეები, ინტელექტუალური რესურსი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება.

ახლა აცივდება და, სავარაუდოდ, გაზაფხულზე, დათბობის შემდეგ, კვლავ დაიწყება მორიგი „გადამწყვეტი“ აქციისთვის მზადება”, – წერს მეტრეველი.