პოლიტიკა

ლევან მახაშვილი USAID-ზე: “ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება”

“ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება”, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა USAID-თან დაკავშირებით.

მახაშვილის თქმით, შეიძლება რამდენიმე წლის წინ რაღაც კითხვის ნიშნები კიდევ არსებობდა, მაგრამ როდესაც ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდა, ყველაფერი მკაფიო გახდა.

„ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება და ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება. ზოგადად, ძალადობრივი პროცესების ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა მან.