პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: “ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა”

“როცა რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ოპოზიციის სურვილი გრანდიოზული, მრავალათასიანი აქციის ჩატარება იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, მოკრძალებული, მეჩხრად მდგომი ადამიანების დაახლოებით 25-წუთიანი შეკრება”, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ორთვიანი სამზადისისა და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი სულ რაღაც 25 წუთში დასრულდა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია აქციის ჩაფლავებაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ჩუმად არიან გუშინდელ აქციაზე არავინ საუბრობს როგორც ჩანს, ოპოზიცია სამარცხვინო შეკრების დავიწყებას ცდილობენ.

„როცა რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ოპოზიციის სურვილი გრანდიოზული, მრავალათასიანი აქციის ჩატარება იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, მოკრძალებული, მეჩხრად მდგომი ადამიანების დაახლოებით 25-წუთიანი შეკრება.

ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა.

ეს მხოლოდ აქციის მასშტაბი არ არის, ეს ოპოზიციის რეალური, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ერთგვარი ინდიკატორია. ოპოზიციის რეიტინგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურ კლებას აჩვენებს. როდესაც ამდენი ხნის მობილიზაციის, აქტიური კამპანიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მცდელობების შემდეგ ასეთი შედეგი დგება, უნდა მიხვდე, რომ სახლში წასვლის დრო არის და რეალობა მიიღო.

თუმცა ოპოზიციას ამის დანახვა და აღიარება არ სურს. მათ სურთ დაიჯერონ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მხარესაა, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე. გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ საქართველოში, ოპოზიციის მხარდამჭერი, მალე სანთლით საძებარი იქნება. ოპოზიცია აქციის ჩაფლავებაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ჩუმად არიან გუშინდელ აქციაზე არავინ საუბრობს როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის სამარცხვინო შეკრების დავიწყებას ცდილობენ“, – წერს ჩიხელიძე.