ზურაბ ქადაგიძე: „ჩვენი “მეგობარი ქვეყნები” აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ სიველურეში!!!“

167

„განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, თორემ ჩვენ თვალწინ, ჩვენი შვილების თვალწინ უბედურება ტრიალებს. ჯერ იყო და მევახშე ხაზარაძემ ტრანსგენდერებზე ფილმი დააფინანსა და გეი დათვის პრიზი მოიგო ბერლინში; ახლა, შუაგულ თბილისში LGBT პროპაგანდის მორიგი ღონისძიება დაუგეგმავთ და, “ქვიარ ამბებზე ხელოვნებაში” – ამ სახელწოდების ქვეშ ხალხს ამაყად ეპატიჟებიან“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

“ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ პროექტი განხორციელებულია შემოქმედებითი გაერთიანება” სპექტრის” მიერ, ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოსა (Federal Department of Foreign Affairs FDFA) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. ამაზე მეტი რა უნდა ქნან? ჩვენი “მეგობარი ქვეყნები” აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ სიველურეში!!!“ – აღნიშნავს ქადაგიძე.