არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“დენორმალიზაცია
ორმაგი სტანდარტის გამოვლინების კლასიკური მაგალითია ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მხრიდან.
დღეს საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების ყოველწლიურირაოდენობა 500-დან 1000-ის ფარგლებში მერყეობს. გარე „მეგობრები“ მოგვიწოდებენ, ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების და კომპეტენციის შემოწმება(„ვეტინგი“) ჩვენ, უცხოელებმა უნდა მოვახდინოთ, ანუ ჩვენ უნდა დაგინიშნოთმოსამართლეებიო.
ამას გვიკიჟინებენ ის „დაუძინებელი მეგობრები“, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის დროს, არამჩნევდნე, რომ ქართულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების ყოველწლიურირაოდენობა 2-3 ათეული იყო. მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიუსებად მუშაობდნენ. სასამართლო პროცესებზე ვიდეოკამერების კი არა, მობილური ტელეფონის გამოჩენაცდანაშაულად ითვლებოდა. ასეთ სასამართლოებთან ჩვენს “მეგობრებს” პრეტენზია არჰქონიათ, პირიქით, სისხლიან რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ.
მაშინ არ ღებულობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციებს, არ გმობდნენ ელიტურკორუფციას, არ ეძებდნენ ოლიგარქებს მაშინაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად უხდიდა ხელფასებს მინისტრებს, მაღალი თანამდებობის პირებს, აფინანსებდა პოლიციისრეფორმასა თუ ხელისუფლების სხვა და სხვა აქტივობებს.
მარტო ამითაც სრულიად აშკარაა, რომ დასავლელი ექსპერტების შეშფოთება ივანიშვილისოლიგარქობაზე, ეფუძნება არა რეალურ საფუძვლებს, არამედ, იმ მიზანს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავდეთ მათი ინტერესების გამტარებელი მონები.
ამ ყოველივეს ისინი ევროპელობისა და ღირებულებების დაცვის ლამაზი სიტყვებითფუთავენ: როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთისადმი მონურ მორჩილებასავლენდა, მაშინ არც ივანიშვილის ოლიგარქობა აღელვებდათ, არც პატიმრების ცემა–წამება, რომელსაც სისტემური სახე ქონდა, არც სახელმწიფოს მიერ დანერგილიბიზნესის რეკეტი და არც სხვა ათასი უბედურება, რომელიც მაშინ საქართველოსმოსახლეობას გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა.
მას მერე, რაც “ქართულმა ოცნებამ” „მეგობრებს“ უარი უთხრა უპირობო მონობაზე, მეორეფრონტის გახსნაზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე (რაც საქართველოს ეკონომიკისდანგრევას გულისხმობდა), ლგბტ პრაიდების ჩატარებაზე და დაიწყო დამნაშავე ნაცებისგასამართლება, “დაუძინებელი მეგობრებისათვის“, საქართველოს ხელისუფლება გახდა„ცუდი“ და მიუღებელი.
ამის შემდეგ „მეგობრების“ მხრიდან გაჩნდა ახალი მიდგომა – საქართველოს ხელისუფლებაარ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი კარგია და ჩვენ ქართველი ხალხის გვერდითვდგავართო.
კარგად გვახსოვს, “დაუძინებელი მეგობრები” იმ ხელისუფლების გვერდით იდგნენ, რომელიც 9 წელი ქართველ ხალხს აწამებდა, ხოცავდა, აკულაკებდა, ბიზნესს არეკეტებდა, უსამართლობას თესავდა, მედიებს არბევდა, მაგრამ საკუთარ მეპატრონეებს ყველამოთხოვნას უსრულებდა.
მაშინ “დაუძინებელ მეგობრებს” ქართველი ხალხის ქუჩებში დახვრეტა, წამება, ძარცვა დაღირსების შელახვა საერთოდ არ აღელვებდა. ხდებოდა პირიქით, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, საკუთარი ინტერესებისთვის, ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერძაღლიშვილს პატრონობდა.
დღეს იგივე „მეგობრები“ გვიმტკიცებენ: საქართველოში ყველა სხვა დროსთან შედარებითუკეთესი (და არა იდეალური) სასამართლო სისტემა რომ არსებობს, ეს არანორმალურია დაუნდა შეიცვალოს,
სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილს ევროპულ სტრუქტურებში რომ პატივით იღებენ, ეს ნორმალურია და ასე უნდა იყოს,
თუ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება ობიექტურად გაიმარჯვებს, ესარანორმალური იქნება,
ხოლო ისინი სადისტურ რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“რომ უწოდებდნე, ეს თურმე ნორმალური იყო,
თუ ადამიანი სქესის შეცვლას მოინდომებს, ეს ნორმალურია,
ხოლო თუ ამის პროპაგანდას ვინმე ეწინააღმდეგება, ეს თურმე არანორმალურია,
თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოხდება, ეს ნორმალურია,
ხოლო თუ ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, ეს არანორმალურიაო.
ერთი სიტყვით, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ცდილობენ საუკუნეებით დადგენილი დანორმად აღიარებული არანორმალურად წარმოაჩინონ და პირიქით–არანორმალური ნორმადგვაღიარებინონ.
მოკლედ ჩვენგან ისინი მდგომარეობის დენორმალიზაციას მოითხოვენ“.


