“ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ ამბობს და სხვები – ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ინარჩუნებს.
„ვფიქრობ, ისინი ამზადებენ ნიადაგს საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს როგორც “ნაცმოძრაობის” განცხადებები, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება, მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომ მზადდება ნიადაგი – ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და, საერთო ჯამში, კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


