ანრი ოხანაშვილი: “ქართული ოცნების” ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა”

101

“ქართული ოცნების” ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა და სწორედ ამ პრინციპების დაცვით ვმოქმედებთ. როგორც კი ჩვენთვის და შესაბამისი უწყებებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს პირები კონკრეტულ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, შესაბამის ქვეყნებთან შესაბამისი სამართლებრივი კომუნიკაცია გვქონდა. ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდოთ და ვთხოვოთ, სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა ერთად უზრუნველვყოთ კრიმინალების წინააღმდეგ მოქმედებით, ისეთი კრიმინალების, როგორიცაა ადეიშვილი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.