„მე, „ნაცის“ ადგილზე, კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში – მიხეილ სააკაშვილი რომ ჰყავთ ლიდერად, და არ შევიდოდი პოლემიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ზოგიერთ მათგანს – ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ – 18 და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე, ჰოდა, რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები?! თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო, სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ. არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს. რა კაცობასა და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან, ერთი კვირაა! ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, რომ თითქოს, ხალხს დავიწყებული აქვს, რას აკეთებდნენ ისინი წარსულში“, – აღნიშნა მდინარაძემ.


